19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
როდის შეძლებენ 55 წლამდე მოქალაქეები აცრას - თამარ გაბუნია ვადებს ასახელებს

ის მოქალაქეები, რომლებიც არ შედიან მაღალი რისკის ჯგუფში და ამასთან, არიან 55 წელს ქვემოთ, კორონავირუსზე ვაქცინაციას ივლისიდან შეძლებენ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მესამე კვარტალში მეტი ვაქცინის დოზები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ასაკობრივ, ასევე - პროფესიულ ჯგუფებში. 

"მიმდინარე პროცესებში ჩვენ გვაქვს მოლოდინი "ასტრაზენეკასი" და ასევე, "სინოფარმი" მალევე გახდება ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება "ფაიზერს", რეალისტურ მოლოდინზე ფართო გამოყენებისთვის მეორე კვარტლის ბოლოდან შესაძლოა ვისაუბროთ.

მესამე და მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე საყოველთაო ვაქცინაცია იქნება ხელმისაწვდომი, ანუ, რეალურად, მესამე-მეოთხე კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე," - განაცხადა თამარ გაბუნიამ "კურიერის" კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის გეგმაა, წლის ბოლომდე სრულად იყოს მოცული 18 წლის ზემოთ მოსახლეობა. 

გაბუნიას თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% აიცრას, საჭიროა, დაახლოებით,           3 900 000 დოზა. 

დღის ამბები