19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"გვეშინია, აივლიან - ჩაივლიან ძაღლებით" - რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონში ისევ გამოჩნდნენ

მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონში ისევ გამოჩნდნენ. 

სოფელი დირიბის და ტახტისძირის მიმდებარედ, რუსმა სამხედროებმა ხის ბოძების მონტაჟი გუშინ დაიწყეს. დღეს ტერიტორიაზე რამდენჯერმე გამოჩნდნენ, თუმცა ამ დროისთვის აქტიური სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ადგილობრივების თქმით, საოკუპაციო ხაზს მიღმა დიდი რაოდენობით მიწის ფართობი ექცევა. ამბობენ, რომ უმრავლესობისთვის მიწის დამუშავება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

"იწევენ და იწევენ და პატრონი არავინ გვყავს. შეიძლება აქაც მოვიდნენ, რა უნდა ვუყოთ ჩვენ?! ცარიელი ხელებით რა გავაკეთოთ?

იძახიან რომ 10 ჰექტარი წაიღესო. გვეშინია, აივლიან-ჩაივლიან ძაღლებით,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დღის ამბები