7 წლის მარიამ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს სიმსივნის ურთულესი ფორმა აქვს. მარიამის გადასარჩენად საჭიროა, მისი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა, გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება, ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სხივური თერაპიის დაწყება.
სამწუხაროდ საქართველოში სრული მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია. მკურნალობის ღირებულება 100 ათას ევროს შეადგენს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:
საქართველოს ბანკი:
GE12BGO000000853998100
TBC ბანკი:
GE18TB7995345064300003