19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ფრინველებზე დაკვირვების შესახებ გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ში სტატიები დაიბეჭდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის Süddeutsche Zeitung ჟურნალისტებს უმასპინძლა.

გერმანული მედიის წარმომადგენლებმა 1 კვირიანი პრესტურის ფარგლებში თბილისი, კახეთი და დაცული ტერიტორიები მოინახულეს.

საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, გერმანულ გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ფრინველებზე დაკვირვების შესახებ სტატიები დაიბეჭდება.

გერმანული მედიის წარმომადგენლები გურჯაანს, ტიბაანს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს ესტუმრნენ.  საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვნის დაცული ტერიტორია დაათვალიერეს. 

ყოველდღიურ გამოცემას Süddeutsche Zeitung მილიონ სამასი ათასამდე მკითხველი ჰყავს და განსაკუთრებით პოპულარულია 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

დღის ამბები