19 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
რუსეთის დიდ ქალაქებში აქციები მიმდინარეობს - დაკავებულია ალექსეი ნავალნის 500-მდე მხარდამჭერი

თავისუფლება ნავალნის - ამ მოწოდებით რუსეთის ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები, დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

ნავალნის შტაბი იუწყება, რომ დაკავებულთა რაოდენობა 500-ს აღწევს.

აკავებენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს. მათ შორისაა ალექსეი ნავალნის პრეს სპიკერი კია იარმუში და ლუბოვ სობოლი, რომლებიც დღეს დილით დააკავეს. ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს პეტერბურგსა და რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვში მიტინგზე ნახევარ მილიონამდე ადამიანს ელოდებიან.

თავად ნავალნი კი ამ დროისთვის ციხის საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაშია. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ ალექსეი ნავალნის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ. დღესვე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებმა.

დღის ამბები