19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადება უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა - იდა ბახტურიძე

ორგანიზაცია "ქალები საქართველოდან" წევრი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. იდა ბახტურიძე იმ ოპოზიცურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც ხელი გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას მოაწერეს. 

"ეს განცხადება არის უპასუხისმგებლობა და მავნებლობა! ამ საქმეში არსებობს ქალზე ძალადობის აღიარება ვიდეო მტკიცებულების სახით და თქვენ რას მოაწერეთ, ძვირფასო პარტიებო, ხელი?! პარტიულ ინტერესებს ნუ გადააყოლეთ ამ ქვეყნის მომავალი ყველა მიმართულებით! გამობრძანდით და გააკეთეთ განმარტებები, მოძალადე პოლიტიკოსებს არ შევეხოთ?! არ დავსაჯოთ?! ამიტომ უნდა აგირვიოთ, რომ შერჩევითი სამართალი ახლა თქვენ მოგვიძღნათ საჩუქრად?! რა ხალხი ხართ და რა გსურთ ამ ცხოვრებაში?!

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia

ევროპული საქართველო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement

სტრატეგია აღმაშენებელი • Strategy Aghmashenebeli

პარტია "სამართლიანობისთვის" • For Justice," - წერს იდა ბახტურიძე. 

 

 

დღის ამბები