19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"ლელოს" პრესსამსახური გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციის გავრცელებულ განცხადებაზე მათი პარტიის ხელმოწერას უარყოფს

პარტია "ლელოს" პრესსამსახურის წარმომადგენელი თიკო ძნელაძე, ოპოზიციის მიერ გოგი წულაისთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პარტია "ლელოს" ხელმოწერა, რომელიც განცხადებას ახლავს, მცდარი ინფორმაციაა. 

"ბატონი გოგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ,"- წერს თიკო ძნელძე. 

დღის ამბები