"კურიერის" ექსკლუზიური რეპორტაჟის შემდეგ, სადაც ბავშვთა სახლის ბენეფიციარები ძალადობის შესახებ საუბრობდნენ დანაშაულში მხილებული თანამშრომლები დროებით გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მიიღო, ფაქტზე კი გამოძიება უკვე დაწყებულია.
კოჯრის ბავშვთა სახლთან მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა "კურიერის" გადამღები ჯგუფი.
"კურიერის" ინფორმაციით, დროებით გათავისუფლებულია ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი და დარაჯი.