საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა.
პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით მოხერხდა პაციენტის გამოჯანმრთელება. ⠀
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.