19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სამ მიზეზს რის გამოც საქართველოში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია

"ღამის კურიერის" ეთერში ინფრექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც საქართველოში ვაქცინაციის ტემპს აფერხებს.

"სამი რამის ბრალია, როდესაც ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის. 

არაინფორმირებულობის, არასწორი ინფორმირებულობის, როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მესამე ის სამწუხარო შემთხვევა, რაც მოხდა. ეს შემთხვევა იყო სუფთა დამთხვევა.

მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ რომ გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს. სად არის უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება, მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ,"-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები