აქცია პარლამენტთან - რუსთაველზე 20 ივნისს დაშავებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ უსამართლობის განცდა აქვთ, რადგან თავისუფლდებიან ის სამართალდამცველები, რომელთა ქმედებების გამოც, მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს.