19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
სამების ტაძრიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის გამოსვენება დაიწყო

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის გამოსვენება დაიწყო. სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შერიგების მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული კიდევ 14 პირი ამოიცნეს, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი.

ნეშტების ექსჰუმაცია სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირიდან ოთხს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღის ამბები