19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

დღესვე, სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ თანადგომა გამოუცხადა.

აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ნეშტი 22 აპრილს გადმოასვენეს.

დღის ამბები