რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით გიორგი ღოღობერიძე იმ ანტიბიოტიკებს ასახელებს, რომლის გამოყენებაც მაღალი წნევის დროს არ შეიძლება, ამ მედიკამენტების მიღება ასევე აკრძალულია ასაკოვანი და ფიზიკურად ძალიან აქტიურებისთვის.
გიორგი ღოღობერიძის განმარტებით, ზოგიერთი ანტიბიოტიკების მიღების დროს მდგომარეობა შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ ფატალური შედეგით დასრულდეს.
ღოღობერიძის თქმით, ასეთი ანტიბიოტიკები ფტორქინოლონებს მიეკუთვნება.
ეს ანტიობიოტიკებია:
ციპროფლოქსაცინი
გემიფლოქსაცინი
ლივოფლოქსაცინი
ლოქსიფლოქსაცინი
ექიმის განმარტებით, თუ პაციენტი მაღალი წნევის დროს აღნიშნულ მედიკამენტებს მიიღებს, ამან შეიძლება გამოიწვიონ ყველაზე დიდი სისხლძარღვის აორტის განშროება - დისექცია, (ეს არის დაავადება, რომელიც ყველაზე ძალიან უკავშირდება მაღალ წნევას და მაღალი წნევის ფონზე ზიანდება აორტის შიდა შრე).
თუ პაციენტი აღნიშნულ მედიკამენტებს მიიღებს, აორტის შიდა შრე კიდევ უფრო დაზიანდება და საბოლოო ჯამში შესაძლოა სისხლი აორტის კედელში ჩაიღვაროს, ან შეიძლება საბოლოოდ ინსულტი განვითარდეს. ამასთან არ არის გამორიცხული მოხდეს სისხლის დაგროვება უშუალოდ გულის მფარავი პერიკარდიუმის ღრუში, ან აორტის კედელი გაიგლიჯოს და სისხლი გულმკერდის ღრუში გადმოიღვაროს.
ღოღობერიძის თქმითვე, ფტორქინოლონების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აქილევსის მყესის დაზიანებაც.