19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
შსს-მ პირბადის ხმარების წესის დარღვევისთვის 896 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, პოლიციამ რეგულაციების დარღვევის 1 150 ფაქტი გამოავლინა.

უწყების ცნობით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის წესის დარღვევისთვის 896 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო ამავე წესის იგნორირებისთვის 137 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

დღის ამბები