ფეისბუქმომხმარებელი სოლომონ გოგაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ კუს ბაკანი აქვს გატეხილი. პოსტის ავტორი ჰყვება, რომ დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა კუ ქვით განგებ დააზიანა.
"ნუ ვეძებთ მიყრუებულ მთისა და ბარის სოფლებში სიწმინდეებსა და სამართალს...
სიწმინდე და ჰუმანურობა მოდის მხოლოდ განათლებიდან, აღზრდიდან და კულტურის პოპულარიზაციიდან...
სანამ მანქანით მივასწარი, ცხენით გამექცა! ლოდს ურახუნებდა ამ საცოდავს! მინიმუმ 40 წლის იყო," - წერს სოლომონ გოგაშვილი.
მისი ინფორმაციით, კუ ცოცხალი დახვდა და ის მინდორში გაუშვა.