ბოდბელი ეპისკოპი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს განათლება არ აქვთ და მონასტერში "მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ":
"ბევრს ვიცნობ, უვიცები არიან. არავითარი სკოლა არ აქვთ გავლილი, მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ მონასტერში, ჩამშვებები არიან და მიიღებენ იმას, რასაც ერისკაცობაში მიიღებდნენ,"-აღნიშნა ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა იაკობმა.