ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებია სამარცხვინოა.
"რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს მორწმუნეებს უწოდებენ?! რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, ვინ სად წაიკითხა წიგნში ასეთი რამე?
მინდა დაგარწმუნოთ, აუცილებლად დალაგდება ეს ყველაფერი, მოწესრიგდება,"- ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).