ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მონასტერში, სადაც დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო, მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია ჩავიდნენ.
"ჩამოვედი ჩემს ოჯახთან ერთად და მომიწია გაწევ-გამოწევა. მინდა გითხრათ, რომ პოლიცია ცუდად იქცეოდა, იმიტომ, რომ მათ უნდა კორიდორი გაეკეთებინათ მეუფე სტეფანესთვის, რომლიც უნდა შესულიყო თავისუფლად [ეკლესიაში] და მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენ მოგვიწია ჯაჭვის გაკეთება, ზედახორა იყო, მაგრამ ფიზიკურად მომიწია დაცვა, ამით ვარ ამაყი, რომ ქრისტესთვის ფიზიკურად პატარა გარჯა მომიწია,"- ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი.
"რა თქმა უნდა ჩამოვედი, იმიტომ, რომ მხარი დამეჭირა მეუფე სტეფანისთვის. პეტრეს და რამდენიმე მღვდლის საქციელი უკვე დიდი ხანია, გასცდა უბრალო ცდომილების და შეცდომის საქციელს და ისინი პირდაპირ, აშკარა დადგნენ საეკლესიო განხეთქილების, ანუ სქიზმის გზას და იქცევიან ეშმაკივით აგრესიულად, ეშმაკივით უსირცხვილოდ, ეშმაკივით უსინდისოდ და ცდილობენ, რომ რაღაც ინტრიგები ხლართონ. ბზობა დღეს რომ ღვთის სამოსელში შემოსილი ადამიანი კარებში ჩადგება და პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, ეს ძალიან სამარცხვინოა,"- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ.