19 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი, ბზობის დღესასწაულის საზეიმო წირვას დედასთან ერთად ჭყონდიდში, სალხინოს მონასტერში დაესწრო. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ეპარქიაში დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

"ერთადერთი მიზნით ვართ აქ, რომ მშვიდობას დავუჭროთ მხარი და გაგრძელდეს ეპარქიაში ცხოვრება ისე მშვიდობიანად, როგორც ის იყო. ამიტომ, უნდა დაბრუნდეს ყველაფერი თავის კალაპოტში. ეს არის ჩვენი ერთადერთი სურვილი,"-  ამბობს "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.

დღის ამბები