19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"მეუფე პეტრეს კითხეთ, რა უნდათ ჩემგან?!" - რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია ამბობს, რომ ეპარქიაში ბიზნესინტერესები არ აქვს

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები  პეტრე ცაავას მიერ არის მართული. კეკუტია უარყოფს ბრალდებას, რომ სალხინოს მონასტერთან დაკავშირებით ბიზნეს ინტერსები აქვს. 

"მეუფე პეტრეს კითხეთ, საერთოდ, რა უნდათ ჩემგან?! რაც არის, ყველაფერი ჩემი შეწირულია, ესე უთხარით იმას, ვინც მე ამას მაბრალებს. ეს საქართველოს ერთ-ერთი დიდი საგანძურია, როგორ შეძლება ეს მე მინდოდეს?!

ამას მხოლოდ და მხოლოდ ისინი ავრცელებენ, ვისაც უნდა, რომ ამას დაეპატრონონ ან უნდოდათ, ყოველშემთხვევაში.

პატარა სათამაშო თოჯინა გინახავთ ბავშვობაში?! უკან რომ აქვს გასაღები, ისე მართავენ ამ საცოდავებს და უფსკრულში გადაჩეხავს ის ამათ,"- განაცხადა ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები