19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ!" - მამა მირიან მესხაძე

მამა მირიან მესხაძე ვარლამ გოლეთიანს ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლის გამო აკრიტიკებს. 

"რაც ფეიკ ქვეყანაა, იმნაირი გმირებიც გვყავს! ჩვენც კაი გოიმები ვართ, რომ ვარლამ გოლეთიანის გმირობა დავიჯერეთ!

ირმა ინაშვილთან და ფალავანდიშვილთან ერთად დაცულ სამშობლოს რა ვუთხარი მე!

ეგ საპატრიარქო იქნება, ბოლოს მაგ ვარლამს გაღიმებულს რომ დატოვებს," - წერს სასულიერო პირი "ფეისბუქზე".

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი, ბზობის დღესასწაულის საზეიმო წირვას დედასთან ერთად ჭყონდიდში, სალხინოს მონასტერში დაესწრო. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ეპარქიაში დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

მონასტერში დღეს, მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასის" თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიაც ჩავიდნენ.

დღის ამბები