14 მაისი 2024,   22:15
ვრცლად
ამნისტია პოლიციელზეც გავრცელდება - ირაკლი ქადაგიშვილი

ამნისტიის პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, პოლიტიკური პარტიები სავარაუდოდ, ევროკავშირის ოფისში დღესაც შეიკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ისეთ მუხლებზე, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას ეხება.

მმართველ გუნდის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ტექსტში საუბარია, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს.

როგორც, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, იმ პირებზე ვისი საქმეც მუხლობრივად - არაადამიანურ მოპყრობას შეიცავს, ამნისტია არ გავრცელდება, თუმცა მისი განმარტებით, 20 ივნისის ფიგურანტებს შორის მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება.

"შეთანხმების ტექსტში საუბარია, რომ ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის აქტი. ამიტომ ეს ყველა ფიგურანტზე გავრცელდება, მათ შორის პოლიციელზეც.

როდესაც არგუმენტად მოყვანილი იყო, რომ როცა არის არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი, რომელიც საერთაშორისო კონვენციით არ რეგულირდება, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაზე არ გავრცელდება, მაგრამ ამ მოცემულ სიტუაციაში, ჩვენ ასეთი ფაქტი არ გვაქვს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადეს, რომ "ქართული ოცნება" ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს და კანონპროექტს დააინიცირებს.

"ჩვენ გამოვცემთ ამნისტიის აქტს ყველა იმ სტანდარტის დაცვით და იმ ტერმინოლოგიით, როგორც ეს გაწერილია შეთანხმებაში. ამნისტიის აქტი დღის წესრიგში ჩვენ არ დაგისვამს, ვინაიდან ამნისტიის გამოცემა ჩვენი არანაირი ინტერესი არ არის. ვისურვებ, რომ ეს კანონპროექტი ერთად დავაინიციროთ, თუ დავაახლოვებთ პოზიციებს ამისი სურვილი გვაქვს, იქნება ერთი კანონპროექტი, თუ ეს არ იქნება "ქართული ოცნება" ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს და კანონპროექტს დააინიცირებს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები