შრომის ინსპექციამ, გასულ 48 საათში, თბილისსა და მის შემოგარენში, ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააჯარიმა.
"24-25 აპრილს შრომის ინსპექციამ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. მათგან 3 ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.
შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარია.
23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.