თარჯიმან-ფასილიტატორი ნათელა საჯაია "დღის კურიერის" ეთერში განმარტავს, რომ ინდოეთში ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა.
როგორც ნათელა საჯაიამ განაცხადა, რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ინდოეთს დახმარების სახით ვაქცინა "სპუტნიკი" გაუგზავნა. ინდოეთი დახმარებას სხვა ქვეყნებისგანაც ელოდება.
"აცრასთან დაკავშირებით საბედნიეროდ ინდოეთმა თავად შექმნა კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც ხალხი ძალიან მოხალისედ იკეთებს, თუმცა არ არის დიდი მასშტაბი, მასიურად არ იკეთებენ, შიშის გრძნობა ჰქონდათ აქაც, ინდოეთში.
დღესდღეობით, სამწუხაროდ, ამ ვაქცინის დეფიციტიც გახდა, ვინაიდან მსურველი უკვე ძალიან ბევრია და ვაქცინა არ არის, ამიტომ პირველი დახმარება რუსეთმა მისცა ინდოეთს - "სპუტნიკი" შემოვიდა წინა კვირას და ელიან, რომ კიდევ სხვა ქვეყნებიც სხვა ვაქცინებითაც დაეხმარებიან ინდოეთს," - განაცხადა ნათელა საჯაიამ.