19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
უბედური შემთხვევა გურიაში - ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ციხის მშენებლობისას, უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მშენებლობაზე მუშად იყო დასაქმებული, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაბა ლაითურში ციხის მშენებლობას კომპანია "ანაგი" აწარმოებს. სატვირთო ავტომობილი, რომლითაც სავარაუდოდ შემთხვევა მოხდა, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები