19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ქართველი ფეხბურთელი "იუვენტუსში" - კლუბი მზად არის, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მლნ ევრო გადაიხადოს

"მილანის", "ინტერის", "რომას" და დორტმუნდის ბორუსიას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ფეხბურთელით, ხვიჩა კვარაცხელიათი ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.

იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "რუბინს" 20 მილიონ ევროს სთავაზობს.

კვარაცხელია სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", რუსთავის საფეხბურთო კლუბის და მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, ამჟამად ის ყაზანის "რუბინის" წევრია.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები