19 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში მისვლას შეძლებს - მთავრობის გადაწყვეტილებით სასაფლაოებთან მისასვლელი გზები კი ჩაიკეტება

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ იზღუდება. 3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს ყველა ქალაქში გაჩერდება ავტობუსები. თუმცა, ეს რეგულაცია არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

იკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზებიც - სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.

ღამით მრევლი ტაძარში მისვლას შეძლებს, თუმცა კვირას, 1-ლ მაისს და ორშაბათს, 2 მაისს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ტრადიციის დარღვევა მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

საკოორდინაციო საბჭოს გეგმის მიხედვით მობილობის შემცირებას ხელი რამდენიმე ფაქტორმა უნდა შეუწყოს. პირველი 4-დან 11 მაისის ჩათვლით მონაკვეთის უქმე დღეებად გამოცხადებაა.

ამასთან, დედაქალაქში, სადაც ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 3-დან 12 მაისის ჩათვლით არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს იმ ფონზე, რომ საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ ჩერდება და არსებული პროგნოზით, უქმე დღეების გასატარებლად მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში გადაინაცვლებს.

დღის ამბები