პარლამენტმა კახი კავსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
"მეგობრებო, ახლა შეგვატყობინეს, რომ სიყვარულით გამაერთიანებელი ჩვენი საზოგადოების, ბატონი კახი კავსაძე გარდაიცვალა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ," – მიმართა გია ვოლსკიმ დეპუტატებს.