კახი კავსაძის გარდაცვალებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეხმაურება და მსახიობის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
"ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს - კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.
კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა.
ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის.
ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!" - წერს კახა კალაძე.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.