ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დააკავეს, შსს-ს წარმომადგენელი "რუსთავი 2- თან" საუბრის დროს აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან სქემაში ჩართულია არასრულწლოვანი.
"მიმდინარე სპეცოპერაცია უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას. აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა, რადგან სქემაში ჩართულია არასრულწლოვანი.
გამოძიება 260-ე მუხლით გრძელდება, არასრულწლოვნის მეშვეობით ხდებოდა ნივთიერების გადატანა, ის ახდენდა კონკრეტულ მისამართზე აღნიშნული ნივთიერებების მიტანას შემდგომი გასაღების მიზნით,"-აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ფონიჭალაში ამ წუთებში მიმდინარეობს.