19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
კახი კავსაძის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი მოხსნა

რუსთაველის თეატრის ინფორმაციით,  28 აპრილს დანიშნული სპექტაკლი “ასულნი” კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მოიხსნა.

როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაყურებელს შეუძლია ბილეთები დააბრუნოს რუსთაველის ეროვნული თეატრის სალაროში 29 აპრილის ჩათვლით, ხოლო საიტზე biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაბრუნდება ანგარიშზე.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს,"- ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე 85 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

 

დღის ამბები