19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ

კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის მერიაში უთხრეს, მსახიობს რუსთაველის თეატრში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

კახი კავსაძეს ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენებენ. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კახი კავსაძე დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა 28 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა.

 

დღის ამბები