საპატრიარქოში სამხედრო ძალის მობილიზება შეინიშნება, საპატრიარქოსთან შენიშნეს სამხედრო თვითმფრინავიც.
პატრიარქის პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ჯარის საშუალებით პატრიარქმა სხვადასხვა რეგიონში პროდუქტი გაგზავნა.
"ჟურნალისტები მწერენ ვერტმფრენიც შენიშნეს და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო, სინამდვილეში არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები," - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.