19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
არჩევანი გავაკეთეთ ცუდსა და უარესს შორის, ისევე, როგორც პანდემიის დროს ვერ მივდივართ ლხინის სუფრაზე - კობა გვენეტაძე რეფინანსირების განავეთის გაზრდაზე

რამდენად ამძიმებს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდა იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც დარჩნენ სტაბილური შემოსავლის გარეშე და მათი ვალი იზრდება - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს "ღამის კურიერის" ეთერში მოუწია. 

მისი თქმით, პანდემიის პირობებში ეროვნულ ბანკს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის მოუხდა. 

"აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევე, როგორც ბევრ შემთხვევაში პანდემიის დროს, ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიხდება ცუდსა და უარესს შორის. მაგალითად, როდესაც სოციალურ დისტანციას ვიცავთ, როდესაც არ გვაქვს საშუალება ლხინის სუფრაზე ან სამძიმარზე წავიდეთ, ეს ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიამ მოიტანა ის, რომ არჩევანის საშუალება არის ძალიან ცუდი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პანდემიასთან გასამკლავებლად ეკონომიკას ჩვენ თვითონ ვკლავთ, როდესაც ლოკდაუნი წესდება და თითქმის მთელს მსოფლიოში გაკეთდა ეს. ეს კარგი არჩევანი იყო?! არ იყო კარგი არჩევანი და ეროვნულ ბანკსაც უწევს ამის გაკეთება.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც მოხდა საპროცენტო განაკვეთის საგრძნობლად მატება. ასე რომ, გამონაკლისი არ არის საქართველო ამ კუთხით,"- განაცხადა ეოვნული ბანკის პრეზიდენტმა. 

დღის ამბები