ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაცვის წევრი დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებულს სახეზე ნაკერები დაადეს. ფოტოს და შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი აქტივისტი, გიორგი აბაევი ავრცელებს.
"ყურადღება! მნიშვნელოვანია!
იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი "მთავრობა" წარმოადგენს დამნაშავეთა და უკანონო ადამიანთა შეკრებას, ცხადყოფს ეს ფოტოც.
ინფორმაციის თანახმად, "ჯანდაცვის მინისტრს", გეორგი ტოტჩიევს სასტიკად სცემა "პრეზიდენტ" ბიბილოვის დაცვის ერთ-ერთმა დაცვამ. ჩემი წყაროების თანახმად, დაცვის ეს თანამშრომელი გაბარაევია," - წერს ადგილობრივი აქტივისტი.