მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი ვარციხეჰესთან ნახეს.
ჯერჯერობით, უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. შესაძლოა, ის რამდენიმე კვირის წინ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცი იყოს.
ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობდნენ.