სამთავრობო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში თბილისის ეროვნული პარკის რეაბილიტაცია იგეგმება. აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყობა საფეხმავლო, ველო და საცხენოსნო ბილიკები, საპიკნიკე სივრცეები, საპირფარეშოები, საავტომობილო და ველო პარკინგები.
ასევე დაგეგმილია სამთო თავშესაფრების, პანორამული გადასახადების, ხის ამფითეატრის და საფეხმავლო ხიდების მშენებლობა. პარკის საერთო ფართობი 23 ჰექტარზე მეტია, რომელიც შედგება საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1385 მეტრზეა. თბილისის ეროვნული პარკი დედაქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა.