19 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა - არქიმანდრიტი იოანე​

"დღის კურიერის" ეთერში არქიმანდრიტი, სამების ტაძრის იკონომოსი იოანე აცხადებს, რომ სასაფლაოებზე დიდი სუფრების გაშლა ეკელესიური წესი არ არის.

"ეკლესიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ყველა საფლავს აკურთხებენ. ადამიანებს არაფერი ექნებათ სადარდებელი, მთავარია მიცვალებულების სულები ტაძარში მოიხსენიონ. ამაზე დიდ რამეს ვერ გააკეთებს ადამიანი.

ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა. ნუგეში ამ ადამიანებისთვის არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საფლავებზე ვერ მივლენ, საფლავები იქნება ნაკურთხი,"- აცხადებს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულზე,  2-დან 4 მაისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.

დღის ამბები