19 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე - საპატრიარქო მრევლს აღდგომის ღამეს რეგულაციების დაცვას მოუწოდებს

როგორ შეხვდება მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას პანდემიის პირობებში - სასულიერო პირებმა სამზადისი დაასრულეს.

ტაძრებში მრევლს განსაკუთრებული რეგულაციების გათვალისწინება წელსაც მოუწევს - პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ისევ მთავარი პირობაა. მთავრობა მოუწოდებს საპატრიარქოს, უზრუნველყოს ტაძრებში გახმოვანების სისტემის მოწყობა.

დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია (ჯაღმაიძე) აცხადებს, რომ ვინაიდან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, მხოლოდ მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ.

"საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ეს იქნება დისტანცია, ვთხოვეთ ჩვენ, რომ ყველას ჰქონდეს ნიღაბი თან და დაიცვან ეს დადგენილი დისტანცია ლოცვის დროს.

რეგულაციები იძლევა საშუალებას, რომ მრევლმა თავისუფლად შეძლოს ტაძრამდე მისვლა და მსახურების მერე სახლში წასვლა.

რადგანაც სახელმწიფომ ეს რეგულაცია მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, უბრალოდ მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ," - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები