იერუსალიმის საპატრიარქო ქრისტეს აღდგომის ტაძარში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს - წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ.
იერუსალიმის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მისული პირების ტერიტორიაზე შეშვება 09-00, 10:00-საათიდან დაიწყება. მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ არავაქცინირებული პირები ტაძარში არ დაიშვებიან, თუმცა წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დასაშვებ ადგილზე დარჩებიან.