19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
როგორ უნდა დავიცვათ წესები ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე - რეგულაციები რომლებიც სადღესასწაულო დღეებში იმოქმედებს

აღდგომისთვის სამზადისი ეკლესიებში უკვე დაწყებულია. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უნდა ჩატარდეს.

ღამის ლიტურგიაზე დაცული იქნება 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. მრევლი ვალდებულია, პირბადის მოხმარების წესები ზედმიწევნით შეასრულოს. ამასთან ერთად, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემაც. ხმის გამაძლიერებლების დახმარებით მრევლს საშუალება მიეცემა, საღვთო მსახურება ეკლესიის ეზოში მოისმინოს.

სასულიერო პირების დიდი ნაწილი საპატრიარქოს რეკომენდაციასა და გადაწყვეტილებას მიჰყვება. მღვდელმსახურების თქმით, რისკჯგუფში შემავალ მრევლს სახლში დარჩენა შეუძლია. ამ შემთხვევაში მათთან საზიარებლად სახლებში თავად სასულიერო პირები მივლენ.

მომდევნო 12 დღე ქვეყანაში უქმე დღედ გამოცხადდა. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. 2-დან 4 მაისამდე პერიოდში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა. გადაადგილების შეზღუდვა კი მხოლოდ აღდგომის ღამეს, სამი საათით შემცირდება.

 

დღის ამბები