19 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
დავათვალიერეთ "რუსთავის აზოტი", გარკვეულ შემთხვევებში ნამდვილად იყო კრიტიკული შეუსაბამობა - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძის განცხადებით, "რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლების თხოვნის შესაბამისად, მათ საწარმოს ტერიტორია დაათვალიერეს და კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობა ხელფასის 50%-ით გაზრდას არ თანხმდება.

"ჩვენ დღეს მათი მოთხოვნით ვიმყოფებოდით ქარხნის ტერიტორიაზე და დავათვალიერეთ ყველა საწარმო. ის, რასაც გვიყვებოდნენ, რომ იყო მძიმე პრობლემები სველ წერტილებთან დაკავშირებით და ა.შ. გვთხოვეს, რომ გვენახა ჩვენი თვალით. გარკვეულ შემთხვევებში ნამდვილად იყო კრიტიკული შეუსაბამობა, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ "აზოტის" ხელმძღვანელობას დაწყებული აქვს გარკვეული პროცესები იმისთვის, რომ დასაქმებულების პირობების გაუმჯობესება მოხდეს.

გაფიცულები ამბობენ, რომ 50% არის ის, რაზეც დათანხმდებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელმძღვანელების მხრიდან 50%-იან ზრდაზე საუბარი პანდემიისა და ეკონომიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდება,"-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ

დღის ამბები