20 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
2 დღე უკონტროლო რაკეტის დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრამდე - ჩინეთი 22-ტონიანი ხომალდის შესახებ განცხადებას აკეთებს

ჩინური რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა ატმოსფეროში შემოჭრისას დაიწვება და დიდი ალბათობით რაიმე ზიანს არ გამოიწვევს - ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სავარაუდოდ, რაკეტა ჩამოვარდნისას საერთაშორისო წყლებში მოხვდება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 22-ტონიანი ჩინური რაკეტა კოსმოსში უკონტროლოდ გადაადგილდება, ატმოსფეროში მის შემოჭრას კი შაბათ-კვირას ელოდებიან.

აღნიშნული ფაქტის გამო შეერთებული შტატები ჩინეთს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები