20 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქ შდეროთში "ჰამასის" სარაკეტო იერიშს

ქალაქ შდეროთზე სარაკეტო დარტყმას 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დაჯგუფების "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევისას, ქალაქ შდეროთში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ცეცხლში მოყვა, რა დროსაც 6 წლის მოზარდი საკუთარ საძინებელში იმყოფებოდა. ბიჭი ჯერ მძიმედ დაიჭრა,მოგვიანებით კი გარდაიცვალა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებისინფორმაციით, მძიმედ დაშავდა მოზარდის დედა და ოჯახის სხვა წევრები. ქალაქ შდეროთზე იერიშის გამო დაიჭრა კიდევ რამდენიმე ადამიანი.  

დღის ამბები