20 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
ისრაელმა ღაზას სექტორში პოლიციის შენობები დაბომბა, დაღუპულთა შორის 17 ბავშვია 

ისრაელმა პოლიციის შენობები დაბომბა, დაღუპულია 69 პალესტინელი - მათგან 17 ბავშვია

ისრაელსა და პალესტინელებს შორის იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 70-ს აჭარბებს. 3 საათიანი სიმშვიდის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში კვლავ განგაშის სიგნალის ხმა ისმის.

ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა პოლიციის შენობები დაბომბა, დაღუპულია 69 პალესტინელი, მათგან 17 ბავშვი.

ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ჰამასის რამდენიმე მეთაურიც. საპასუხო იერიში მიიტანა ისრაელზე ჰამასმაც.

7-მდე გაიზარდა ისრაელის მხარეს დაღუპულთა რიცხვი. პარალელურად არეულობები გრძელდება ისრაელის ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები პალესტინელების მხარდასაჭერად გამოდიან. დაშავებულია ასობით ადამიანი. ისრაელის პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა.

კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლოდში. ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ შეტევებს გააგრძელებს.

საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. კონფლიქტის ორივე მხარესთან შესახვედრად ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

დღის ამბები