20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
ყველა მუსლიმის მოვალეობაა დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება - ერდოღანი პალესტინას სოლიდარობას უცხადებს

ისრაელის ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის ძირითად უფლებებს, ამიტომ ის დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს - პალესტინას სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

სოციალურ ქსელში რეჯეფ თაიფ ერდოღანი წერს, რომ "ყველა მუსლიმის მოვალეობაა დაიცვას წმინდა ქალაქის, იერუსალიმის პატივი, დიდება და ღირსება და მოითხოვს შეწყდეს საზიზღარი თავდასხმები ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე."

თურქეთის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს სწრაფი და ეფექტური ზომებით, ეს იქნება მტკიცებულება, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება მისთვის მისაღებია.

ისრაელი-პალესტინის გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ხვალ უნდა გაიმართოს.

დღის ამბები