20 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
იერუსალიმი პალესტინის გულია, ჩვენ არასდროს დავტოვებთ საკუთარ ქვეყანას, დაასრულეთ ოკუპაცია - პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, იერუსალიმი პალესტინის გულია და არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან.

"იერუსალიმი წითელი ხაზია. ის პალესტინის გული და სულია. არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან. მივმართავ ამერიკას და ისრაელს. წადით ჩვენგან, დაგვტოვეთ. ჩვენ არასდროს დავტოვებთ საკუთარ ქვეყანას. დაასრულეთ ოკუპაცია,"- აცხადებს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.

ისრაელის ქალაქებში კვლავ განგაშის სიგნალის ხმა ისმის. იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 70-ს აჭარბებს. აქედან 7 ებრაელია. პალესტინაში ისრაელის იერიშს 17 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ღაზაში დაბომბილია პოლიციის შენობები. იერიშების შედეგად მოკლულია ჰამასის რამდენიმე მეთაურიც. არ არის გამორიცხული ისრაელმა ღაზას სექტორზე სახმელეთო იერიშიც დაიწყოს.

გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის უწყებამ დღეს უნდა მიიღოს. პარალელურად არეულობები გრძელდება ისრაელის ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები პალესტინელების მხარდასაჭერად გამოდიან. დაშავებულია ასობით ადამიანი. ისრაელის პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა.

კომენდანტის საათი მოქმედებს ქალაქ ლოდში. კონფლიქტის ორივე მხარესთან შესახვედრად ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

დღის ამბები