20 მაისი 2024,   05:30
ვრცლად
ისრაელის სამხედრო მეთაურობა სახმელეთო ოპერაციაზე მსჯელობს - ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ისრაელის სამხედრო მეთაურობა უკვე სახმელეთო ოპერაციაზე მსჯელობს, მისაღები იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ისრაელის მთავრობამ სარაკეტო იერიშების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. 

რამდენიმე დღიანი სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელს 10 მსხვერპლი ჰყავს, ღაზის სექტორში კი იერიშს 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის ქალაქებში ისევ განგაშის ხმა ისმის. რამდენიმე საათიანი პაუზის შემდეგ საჰაერო იერიშები ორივე მიმართულებით განახლდა. 

არეულობაა ისრაელის ქალაქებში, სადაც ადგილობრივი არაბები პალესტინელების მხარდასაჭერად გამოდიან.

დაშავებულია ასობით ადამიანი. ისრაელის პოლიციამ 400-მდე პირი დააკავა. ისრაელში უკვე საუბრობენ ღაზას სექტორზე სახმელეთო იერიშის შესახებაც.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები