20 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
სანამ არ მივაღწევთ მიზანს გავაგრძელებთ სამხედრო ოპერაციას, მიზანში ვიღებთ ტერორისტული ორგანიზაციების მეთაურებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

დაზავდებიან, თუ არა ისრაელი და პალესტინა, მას შემდეგ რაც მსოფლიო თანამეგობრობამ დიპლომატიური ძალისხმევა გაააქტიურა? - ახლა გადაწყვეტილება დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა მიიღონ.

"ყოველდღიურად ტერორისტული ორგანიზაციების უფრო მეტ ინფრასტრუქტურას ვუტევთ, მიზანში ვიღებთ მეტ მეთაურს, ვანადგურებთ ტერორისტების მეტ შენობას და იარაღის საწყობს. ძალიან ვაფასებ მთავრობების ისრაელისადმი მხარდაჭერას, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას ისრაელის უფლებისადმი - დაიცვას საკუთარი თავი. სამხედრო ოპერაციას გავაგრძელებთ სანამ არ მივაღწევთ მიზანს, რაც ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღდგენაა,"- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მედიის ცნობით, წინა დღეებთან შედარებით ისრაელმა ღაზაში გასულ დღე-ღამეში ნაკლები რაკეტა გაისროლა, თუმცა ჯერჯერობით ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულია.

მსხვერპლი ღაზაში 228-მდეა გაზრდილი. ისრაელის ცნობით მათგან 150 სამხედროა, ღაზის ცნობით კი 63 ბავშვი. რთულია ჰუმანიტარული მდგომარეობა. 12 გარდაცვლილი ჰყავს ისრაელს, სადაც დაჯგუფება "ჰამასი" უკვე მეათე დღეა სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.



დღის ამბები